ლელა მერაბიშვილი
ფსიქოთერაპევტი
თინათინ გოგუაძე
ნეიროფსიქოლოგი
ყველა ადამიანში არსებობს რესურსი, რომლის აღმოჩენა და გაძლიერებაც, აძლევს მას ძალას, იპოვოს საკუთარი ცხოვრების ბალანსი
ფსიქოთერაპევტი
ნეიროფსიქოლოგი
კლიენტი
სეანსი
ჯგუფი
ტრენინგი
ფსიქოთერაპია არის პაციენტის პიროვნებასთან მჭიდრო კავშირის დამყარების მცდელობა ფსიქოლოგიური მეთოდების გამოყენებით, რაც მიმართულია პაციენტის პრობლემის დაძლევისა და სასურველი მიმართულებით შინაგანი განწყობის შეცვლისკენ. თერაპიული პროცესი დაფუძნებულია ფსიქოლოგისა და პაციენტის დიალოგზე…
ზრდასრულების ფსიქოთერაპია არის პროცესზე ორიენტირებული სერვისი, რომელიც მიზნად ისახავს ზრდასრულების ფსიქიკური და ემოციური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. სესიების დროს, თერაპევტი ეხმარება ზრდასრულებს ცხოვრების სხვადასხვა რთულ ემოციურ მდგომარეობებთან და გამოწვევებთან გამკლავებაში…
წყვილების თერაპია არის პარტნიორებს შორის დაძაბული, კონფლიქტური და ნეგატიური გავლენის მქონე ურთიერთობების მოგვარების გზა. თერაპიის დროს ირკვევა ძირითადი პრობლემების არსი. თერაპიის მიზანია ურთიერთობის გაჯანსაღება და თვითგამორკვევა
მშობლების ჯგუფური თერაპია არის შვილებთან დაკავშირებული გამოცდილების, კრიზისული სიტუაციების და ემოციური მდგომარეობის გაზიარების სივრცე, სადაც ხდება პრობლემის იდენტიფიცირება და შესაძლო გამოსავლის გზების განხილვა
შეხვედრის მიზანია ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის პროცესში გამოკვეთილი სირთულეების ფსიქოლოგიურ ჭრილში განხილვა, ემოციური ვენტილაცია და დებრიფინგი
მომხმარებელში დიდ ინტერესს იწვევს თითოეული დეტალის განხილვა და დაზუსტება. ამიტომ გთავაზობთ ხშირად დასმულ კითხვებსა და მათზე პასუხებს
ფსიქოლოგთან ჩაწერა შესაძლებელია ვებსაიტზე განთავსებული ელექტრონული ფორმის საშუალებით, სადაც თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ კონკრეტული სერვისი და ფსიქოლოგი.
ინფორმაცია ჩვენი ფსიქოლოგების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ამავე ვებსაიტის “ფსიქოლოგების” გვერდზე, რათა გაეცნოთ მათ სპეციალობებს, გამოცდილებას და თერაპიულ მიდგომებს. დამატებით, თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომრებზე და გაიაროთ კონსულტაცია.
ფსიქოლოგის კონსულტაციის ფასი დამოკიდებულია შერჩეულ სერვისზე. ზუსტი ღირებულება დაანგარიშდება ვებსაიტზე განთავსებული ჯავშნის ელექტრონული ფორმის საშუალებით, სადაც ყველა საჭირო მონაცემის მითითების შემდეგ, ჯავშნის დადასტურებამდე, გამოჩნდება კონკრეტული სერვისის ღირებულება
დიახ, კონფიდენციალურობა თერაპიული პროცესის მთავარი ნაწილია. ყველა კომუნიკაცია, იქნება ეს პირისპირ თუ დისტანციურად, მკაცრად დაცულია.
ჩვენი მისამართია, თბილისი, საბურთალო, მიხეილ თამარაშვილის N13, სადარბაზო 5, სართული 1, კარის ნომერი N104 (მდებარეობს მეტრო დელისის მიმდებარე ტერიტორიაზე)
მისამართზე შეგიძლიათ ისარგებლოთ გამოყოფილი საპარკინგე სივრცით
მაინდფლოუს ბლოგზე თქვენ აღმოაჩენთ უამრავ საინტერესო ინფორმაციას ადამიანის ფსიქოლოგიურ თავისებურებზე, ბავშვის განვითარების ეტაპებსა და აღზრდის თანამედროვე მიდგომებზე
თბილისი, საბურთალო, მიხეილ თამარაშვილის გამზირი N13
032-2-11-12-08
593-22-35-15
info@mindflow.ge
თბილისი, საბურთალო, მიხეილ თამარაშვილის გამზირი N13
032-2-11-12-08
593-22-35-15
info@mindflow.ge