იპოვეთ თქვენი შინაგანი ბალანსი "Mindflow"-სთან ერთად
მისამართი
თბილისი, საბურთალო, მიხეილ თამარაშვილის გამზირი N13
ტელეფონი
032-2-11-12-08
593-22-35-15
ფსიქოლოგთან ჩაწერა შესაძლებელია ვებსაიტზე განთავსებული ელექტრონული ფორმის საშუალებით, სადაც თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ კონკრეტული სერვისი და ფსიქოლოგი.
ინფორმაცია ჩვენი ფსიქოლოგების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ამავე ვებსაიტის “ფსიქოლოგების” გვერდზე, რათა გაეცნოთ მათ სპეციალობებს, გამოცდილებას და თერაპიულ მიდგომებს. დამატებით, თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომრებზე და გაიაროთ კონსულტაცია.
თერაპიაზე ჩაწერა შესაძლებელია ვებსაიტზე განთავსებული ვიზიტის ჯავშნის ელექტრონული ფორმის საშუალებით, სადაც შეძლებთ აირჩიოთ სერვისი, ფსიქოლოგი და მომსახურების მიღების სასურველი დრო. ამასთან, ვიზიტზე ჩასაწერად თქვენ ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საიტზე განთავსებულ ნომრებზე.
მომსახურების ფასი დამოკიდებულია შერჩეულ სერვისზე. ზუსტი ღირებულება დაანგარიშდება ვებსაიტზე განთავსებული ჯავშნის ელექტრონული ფორმის საშუალებით, სადაც ყველა საჭირო მონაცემის მითითების შემდეგ, ჯავშნის დადასტურებამდე, გამოჩნდება კონკრეტული სერვისის ღირებულება
ჩვენი მისამართია, თბილისი, საბურთალო, მიხეილ თამარაშვილის N13, სადარბაზო 5, სართული 1, კარის ნომერი N104 (მდებარეობს მეტრო დელისის მიმდებარე ტერიტორიაზე)
მისამართზე შეგიძლიათ ისარგებლოთ გამოყოფილი საპარკინგე სივრცით
იხილეთ გვერდი – “კონტაქტი“
დიახ, ჩვენ ფსიქოლოგებს გააჩნიათ შესაბამისი გამოცდილება და სფეროში უახლესი პრაქტიკებისა და მიდგომების ცოდნა, რათა უზრუნველყონ ისეთი პრობლემების მქონე მომხმარებლების დახმარება, როგორიცაა: შფოთვა, დეპრესია, ფსიქოლოგიური ტრავმა, ურთიერთობის პრობლემები და სხვა.
თქვენი კონკრეტული პრობლემის შესაბამისი სერვისის მოსაძებნად, გთხოვთ გაეცნოთ “სერვისების” გვერდს ან კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომრებზე.
ვიზიტის გასაუქმებლად, საიტზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე დარეკვით, თქვენ საქმის კურსში უნდა ჩაგვაყენოთ ვიზიტამდე მინიმუმ 24 საათით ადრე.
ზოგიერთი სადაზღვევო კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ფსიქოლოგის მომსახურების ანაზღაურებას. აღნიშნულთან დაკავშირებით გთხოვთ დაუკავშირდეთ თქვენს სადაზღვევო კომპანიას და გაარკვიოთ თქვენი სადაზღვევო პაკეტის პირობები.
სესიის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 50-60 წუთს. სესიების სიხშირე კი დამოკიდებულია შემთხვევასა და თქვენს კონკრეტულ საჭიროებებზე.
თქვენი პირველი სესიის განმავლობაში, თქვენი ფსიქოლოგი დასვამს კითხვებს, რათა დაადგინოს თქვენი პრობლემის მიზეზები, მეტი გაიგოს მათი გამომწვევი ფაქტორების შესახებ და აღნიშნულის შესაბამისად განსაზღვროს თერაპიის მიზნები და სტრატეგიები.
თერაპიისთვის რაიმე სპეციალური მომზადება საჭიროებას არ წარმოადგენს.
მნიშვნელოვან და სენსიტიურ თემებზე საუბარი კლიენტისთვის ხშირად შესაძლოა არასასიამოვნო იყოს, რაც ბუნებრივია, თუმცა ჩვენს ფსიქოლოგებს აქვთ დიდი გამოცდილება და პრაქტიკა, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ მსგავს სიტუაციებს. თუ არ ხართ დარწმუნებული, როგორ დაიწყოთ პრობლემაზე საუბარი, უბრალოდ დააფიქსირეთ თქვენი განცდები, რის შემდგომაც ფსიქოლოგი თავად წარმართავს დიალოგს.
დიახ, თქვენი საჭიროებების შესაბამისად, ჩვენ გთავაზობთ როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ სესიებს.
დიახ, კონფიდენციალურობა თერაპიული პროცესის მთავარი ნაწილია. ყველა კომუნიკაცია, იქნება ეს პირისპირ თუ დისტანციურად, მკაცრად დაცულია.
სესიის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 50-60 წუთს. სესიების სიხშირე კი დამოკიდებულია შემთხვევასა და თქვენს კონკრეტულ საჭიროებებზე.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ თქვენთვის მოსახერხებელი საკომუნიკაციო ფორმის საშუალებით.
საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ გვერდზე “კონტაქტი“
თბილისი, საბურთალო, მიხეილ თამარაშვილის გამზირი N13
032-2-11-12-08
593-22-35-15
თბილისი, საბურთალო, მიხეილ თამარაშვილის გამზირი N13
032-2-11-12-08
593-22-35-15