მასწავლებლების/აღმზრდელის კონსულტაცია
მასწავლებლებისა და აღმზრდელების კონსულტაცია მიზნად ისახავს ბავშვებთან და მოზარდებთან მომუშავე სპეციალისტების პროფესიულ მხარდაჭერას და კონსულტაციას. ის ეხმარება მასწავლებლებსა და აღმზრდელებს გაუმკლავდნენ სამუშაო გარემოში არსებულ სირთულეებს, გაიუმჯობესონ სწავლებისა და აღზრდის უნარები და შეძლონ უკეთესი სასწავლო გარემოს შექმნა. ამასთან, გაიაზრონ ბავშვებისა და მოზარდების ინდივიდუალური საჭიროებები, შეძლონ მეთოდის შერჩევა და სწავლის პროცესში მათი ეფექტურად გამოყენება.
ემოციების მართვა
სერვისი ეხმარება მასწავლებლებსა და აღმზრდელებს გააცნობიერონ მათი ემოციური მდგომარეობის გავლენა სასწავლო პროცესზე, გაიაზრონ ემოციების როლი სწავლების საკითხში და იზრუნონ საკუთარ ემოციებზე.
კლასის მართვის უნარების გაუმჯობესება
კლასის მართვის უნარების გაუმჯობესება მნიშვნელოვნად ამარტივებს ბავშვებთან და მოზარდებთან კომუნიკაციას, ამასთან ის მას უფრო მეტად მამოტივირებელსა და სახალისოს ხდის როგორც მასწავლებლისთვისა და აღმზრდელებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის.
კონფლიქტური სიტუაციების მართვა
შესაძლო კონფლიქტური სიტუაციების აღმოფხვრა, ეს იქნება მოსწავლეებს შორის თუ მხოლოდ მოსწავლესთან, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს მასწავლებლებისთვის. სერვისი გთავაზობთ თითოეული პრობლემის ფსიქოლოგიურ ჭრილში ინდივიდუალურად განხილვას და მეთოდურ რეკომენდაციებს.
თვითზრუნვა
კონსულტაცია ეხმარება სტრესის და ემოციური დაღლილობის შემცირებას და საკუთარ თავზე ზრუნვის უნარების განვითარებას, რაც ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებასა და ემოციურ სტაბილურობას.