მოზარდების ჯგუფური თერაპია მიზნად ისახავს მოზარდებში საკუთარი თავის შეცნობისა და თვითგანვითარების უნარების აღმოჩენა განვითარებას. თერაპიის პროცესი საშუალებას აძლევს მოზარდებს, გააზიარონ თავიანთი გამოცდილებები, განიხილონ საერთო პრობლემები და მიიღონ ემოციური მხარდაჭერა თანატოლებისგან, აღმოაჩინონ რომ მარტო არ არიან ცხოვრებისეული გამოწვევის წინაშე. ჯგუფური თერაპიის ძირითადი საკითხებია:
- პიროვნული ზრდა (ვინ ვარ მე)
- საკუთარი რესურსების დანახვა აღმოჩენა
- აზრის ემოციის ქმედების ერთობლიობა და მათი გავლენა მოზარდზე
- ემოცია, გრძნობა, ხასიათი (რესურსების ანალიზი)
- ბრაზის ძალა და მართვის ინსტრუმენტები
- პრობლემის სხვადასხვა კუთხიდან დანახვა და დამოკიდებულებების ცვლილება
- ჯგუფში აზრის ემოციის გაზიარება და უკუკავშირის მიღება
- სოციუმისა და გარემოს გავლენა თინეიჯერებზე (ადიქცია პროცესი თუ მდგომარეობა)
- განათლება როგორც ინსტრუმენტი მიზნის მისაღწევად თუ ვალდებულება
- ონლაინ სივრცის გავლენა პიროვნების განვითარებაზე
- სტრესი სირთულე თუ გამოწვევა განვითარებისთვის
- დასვენება, სიამოვნება-ამჟამად აქ ყოფნა
მოზარდების ჯგუფური თერაპია ქმნის უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოს, სადაც მოზარდები სწავლობენ საკუთარ თავთან და სხვებთან ურთიერთობას. შეხვედრა ეხმარება მათ განავითარონ სოციალური უნარები, გაიზარდონ ემოციურად და ფსიქოლოგიურად, და გაუმკლავდნენ ცხოვრებისეულ გამოწვევებს.