ბავშვებისა და მოზარდების ფსიქოთერაპია არის განსაკუთრებული და სენსიტიური პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს მათი ფსიქოლოგიური და ემოციური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. სესიების დროს, თერაპევტი პირისპირ (მშობლების გარეშე) მუშაობს ბავშვთან/მოზარდთან, მისთვის საინტერესო ტექნიკების გამოყენებით, ეს იქნება თამაში, საუბარი თუ სხვა. რათა აღმოაჩინოს მასში არსებული რესურსი, მხარი დაუჭიროს და გააძლიეროს ის, თერაპიულ სივრცეში მოსინჯოს პრობლემის დაძლევის სტრატეგიები და მისცეს საშუალება შემდგომ რეალობაში თავად დაძლიოს არსებული ემოციური თუ ქცევით პრობლემები. თერაპიული პროცესი ეხმარება ბავშვს/მოზარდს ადაპტაციასა და სოციალურ უნარების განვითარებაში. შეხვედრები ეხმარება ბავშვს/მოზარდს გაიაზროს საკუთარი გრძნობები, შეიძინოს ცხოვრებისეული უნარები და განავითაროს პოზიტიური ურთიერთობები
იპოვეთ თქვენი შინაგანი ბალანსი "Mindflow"-სთან ერთად
მისამართი
თბილისი, საბურთალო, მიხეილ თამარაშვილის გამზირი N13
ტელეფონი
032-2-11-12-08
593-22-35-15