წყვილების თერაპია არის სერვისი, რომელიც ეხმარება პარტნიორებს ურთიერთობის გაუმჯობესებაში, კონფლიქტების გადაჭრასა და უფრო ღრმა კავშირის ჩამოყალიბებაში. თერაპიის დროს, წყვილები იღებენ პროფესიონალურ დახმარებას, რათა უკეთ გაიგონ ერთმანეთის საჭიროებები, ემოციები და მოლოდინები.
თერაპია ეხმარება წყვილებს კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებაში, რაც ხელს უწყობს ურთიერთგაგებას და ემოციურ სიახლოვეს.
ძირითადი საკითხები:
- კომუნიკაციის პრობლემების მოგვარება
- საერთო ენის გამონახვა
- პრობლემის საფუძვლის იდენტიფიცირება და მოგვარების სტრატეგიების შემუშავება
- პარტნიორებს შორის ურთიერთობის რეგულირება / ჰარმონიზაცია
წყვილების თერაპია ეხმარება პარტნიორებს განავითარონ ძლიერი, საერთო ხედვებზე და ღირებულებებზე დამყარებული ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთგაგებაზე, ემპათიასა და სიყვარულზე. ის ხელს უწყობს ურთიერთობის აღდგენასა და გაღრმავებას, რაც საბოლოოდ განაპირობებს უფრო ბედნიერ და ჰარმონიულ თანაცხოვრებას.