- მიეცით ბავშვს საშუალება, თვითონ გადაჭრას მარტივი პრობლემები და შეიძინოს დამოუკიდებლობა
- არასდროს გააკეთოთ თქვენ ახლიდან მის მიერ გაკეთებული საქმე, თუნდაც ის არასრულად იქნას პატარას მიერ შესრულებული; ეს მის თვითშეფასებას ნამდვილად ზიანს მიაყენებს და შესაძლოა დაკარგოს რაიმეს კეთების მოტივაცია
- ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენი ბავშვი არის უნიკალური და ნუ აიძულებთ მას, მოიქცეს ისე, როგორც სხვები იქცევიან
- ასწავლეთ გარემოს წესები მისთვის მისაღები ფორმით. ეს შეიძლება გაკეთდეს მარტივი ახსნა-განმარტებით, ან მასთან თამაშის პროცესში
- წაახალისეთ მისი თამაში. თამაშს უდიდესი როლი უკავია ბავშვის განვითარებაში, აგრეთვე ასწავლის ბავშვს, თუ როგორ დაამყაროს ურთიერთობა სხვა ადამიანთან, როგორ გადაჭრას პრობლემები და გაითავისოს სოციალური როლები
- არ გამოიყენოთ ბავშვთან იარლიყები, მაგალითად არ აღნიშნოთ. რომ ის არის მორცხვი, ემოციური, რთული, უხეში და სხვა
- ამ ასაკში ბავშვი მოსიყვარულე მშობლებისგან იღებს მაგალითს, ამიტომ შეეცადეთ რომ ეს მაგალითი ყოველთვის იყოს პოზიტიური
- გამოათავისუფლეთ მისთვის საჭირო დრო და ესაუბრეთ მისთვის საინტერესო თემებზე, ის ხომ ძალიან დაინტერესებულია სამყაროთი და იწყებს მისი მრავალფეროვნების გაცნობიერებას
- ბევრი იკითხეთ თქვენ პატარასთან ერთად, ამ ასაკში ხდება სწორედ ამ უნარის გაძლიერება და მისი მომზადება სკოლისთვის. უთხარით მას, თუ რამდენად მოგწონოთ ერთობლივი კითხვა; აგრეთვე შეგიძლიათ სხვადასხვა გმირის სხვადასხვა ხმით გახმოვანებაც კი გამოიყენოთ, რომ უფრო საინტერესო გახადოთ მოსმენის პროცესი
- მუდამ შეაქეთ როდესაც ის ამას იმსახურებს
- არ დაუშალოთ საკუთარ თავთან საუბარი, ეს მნიშვნელოვანია მისთვის, რადგან ახდენს საკუთარი ქცევის წარმართვას და სტრესისთვის თავის გართმევას
- აგრეთვე შეეცედეთ, რომ 5-6 წლის ასაკში მას მისცეთ საშუალება, რომ დახატოს, ითამაშოს ასაწყობი სათამაშოებით, ან ძერწოს, რათა განივითაროს ნატიფი მოტორიკა და მოემზადოს სკოლისათვის
- ყოველთვის მოამზადეთ ახალი სიტუაციისთვის, რათა შეამციროთ მისი შფოთვა
- ესაუბრეთ ადამიანების და ცხოველების შესახებ, მას ამ ეტაპზე უჩნდება ემპათიის განცადა და შეეცადეთ, რომ წაახალისოთ ეს განცდა
- არ დასაჯოთ და არ გამოიყენოთ დისციპლინის უხეში მეთოდები , რადგან შესაძლოა ამან მის თვითშეფასებას დიდი ზიანი მიაყენოს
იპოვეთ თქვენი შინაგანი ბალანსი "Mindflow"-სთან ერთად
მისამართი
თბილისი, საბურთალო, მიხეილ თამარაშვილის გამზირი N13
ტელეფონი
032-2-11-12-08
593-22-35-15