fbpx

თამაშის მნიშვნელობა

წინასასკოლო ასაკის ბავშვების ყველაზე საყვარელ საქმიანობას წარმოადგენს თამაში. თამაში ამ ასკის ბავშვის განვითარებაში ასრულებს მრავალ ფუნქციას: თამაში პირველ რიგში, ეს არის ბავშვის მიერ რეალობისა და სოციალური როლების შესწავლა; ამავდროულად, თამაში აუმჯობესებს მეტყველების და წარმოსახვის განვითარებას. როდესაც ბავშვები უფროსებს ან ზღაპრის გმირებს ბაძავენ ჩაცმულობით და საუბრის ტონით, მათი წარმოსახვა მნიშვნელოვნად აქტიურდება და ეხმარება მათ განსხვავებული როლის შესრულებაში.

ბავშვის ზრდასთან ერთად იცვლება თამაშის ფორმები. ადრეული ასაკის ბავშვები თამაშის დროს არ ისახავენ მიზანს, არ ადგენენ თამაშის წესებს. 5-6 წლის ასაკის ბავშვები კი ისახავენ მიზანს, ადგენენ თამაშის წესებს, ეხმარებიან ერთმანეთს. 5 წლის ასაკის ბავშვებისთვის ტიპიურია:

მოტორული თამაშები: სირბილი, ხტუნვა, სხვადასხვა მოტორული აქტივობა, რომლებიც ბავშვს დიდ სიამოვნებას ანიჭებს და ხელს უწყობს მოძრაობათა კოორდინაციის განვითარებას.

თამაში – `ბრძოლა-ძალების მოსინჯვა”: მასწავლებლები და მშობლები ხშირად უკრძალავენ ბავშვებს ამ სახის თამაშს, რათა არ დაუშვან ჩხუბი ბავშვებს შორის. მაგრამ თამაში – `ბრძოლა”, მხოლოდ თამაშია და არა ნამდვილი ჩხუბი. ის საშუალებას აძლევს ბავშვებს, დახარჯონ ზედმეტი ენერგია, ფიზიკურად ივარჯიშონ, შეიკავონ ემოციები და გააკონტროლონ იმპულსები. ამ სახის თამაშს ბიჭები უფრო ხშირად თამაშობენ, ვიდრე გოგონები.

როლური თამაში: ბავშვები ათამაშებენ სიუჟეტებს და ასრულებენ სხვადასხვა როლს. ასეთი თამაში მოიცავს არა მხოლოდ უფროსის ქცევის მიბაძვას, ასევე ფანტაზიას და ურთიერთობის ახალ ფორმებს. როლური თამაშის დახმარებით ბავშვები ეცნობიან სოციალურ ურთიერთობებს და ნორმებს, კულტურულ ტრადიციებს.

წესებიანი თამაში: ბავშვები ადგენენ თამაშის წესებს, რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა. ამ თამაშს ჰყავს გამარჯვებული და დამარცხებული. ეს თამაში მოითხოვს გარკვეულ კოგნიტურ (შემეცნებით) უნარებს, თამაშისას უნდა გათვალო ამა თუ იმ აქტივობის შედეგი, ისწავლო წაგება და მოგება.

ამრიგად, თამაში ავითარებს:

  • სწავლის უნარს;
  • შემოქმედობითობას და ფანტაზიას;
  • სხვა ბავშვებისა და ადამიანებისადმი სიყვარულსა და კეთილგანწყობას;
  • იწვევს სიხარულის ემოციას, რაც აუცილებელია ფიზიკური და ფსიქიკური ჯან-  მრთელობისთვის;
  • აყალიბებს ბაზისურ ნდობას გარე სამყაროს მიმართ.

გაიხსენეთ ბავშვობა, ითამაშეთ და განავითარეთ თქვენი პატარა

გაიგეთ მეტი ფსიქოლოგიაზე

გაეცანით სხვა სტატიებსაც

ვიზიტის დაჯავშნა
სახელი - გვარი *
ტელეფონის ნომერი *
იმეილი *
გსურთ დისტანციური შეხვედრა? *
აირჩიეთ სასურველი საკომუნიკაციო პლატფორმა *
სერვისი *
ბავშვის/მოზარდის სახელი-გვარი: *
ბავშვის/მოზარდის ასაკი: *
ფსიქოლოგი *

აირჩიეთ თარიღი და დრო

ფასი:

0.00

იპოვეთ თქვენი შინაგანი ბალანსი "Mindflow"-სთან ერთად

მისამართი

თბილისი, საბურთალო, მიხეილ თამარაშვილის გამზირი N13

ტელეფონი

032-2-11-12-08
593-22-35-15

იმეილი

[email protected]