ოჯახთან კავშირი დიდ როლს თამაშობს პიროვნულ კეთილდღეობაში. ადამიანისთვის მნიშვნელოვანია კარგი ურთიერთობის ქონა მშობლებთან. ჰარმონიულ ოჯახში გაზრდილ ბავშვს უადვილდება სხვა ურთიერთობების მართვაც, როგორიცაა მეგობრობა, რომანტიკული კავშირები, სამსახურებრივი ურთიერთობები და სხვა. ზოგიერთ ოჯახში სიყვარულს ფიზიკურადაც გამოხატავენ: კოცნა, ჩახუტება, თავზე ხელის გადასმა, ზურგზე ხელის დადება და სხვა. ზოგიერთ ოჯახში ფიზიკურ კონტაქტს ნაკლებად ვხვდებით. აღსანიშნავია, რომ მცირე ასაკის ბავშვებს განსაკუთრებით ესაჭიროებათ სიყვარულის ფიზიკური კონტაქტით გამოვლინება, ამ დროს ისინი უფრო ბედნიერად და უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. ბედნიერებასთან ერთად ოჯახის მნიშვნელოვანი როლი ადამიანის ცხოვრებაში მისი პრობლემის დაძლევაში მხარდაჭერაა. მნიშვნელოვანია ოჯახის წევრები როგორ რეაგირებენ ერთმანეთის პრობლემებზე და რა სახის მხარდაჭერას გამოხატავენ.
მიუხედავად ამისა, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელთა გათვალისწინებითაც შეძლებთ შეაფასოთ, რამდენად ჯანსაღია ურთიერთობები თქვენს ოჯახში:
- ოჯახში ყველა წევრი კარგად და კომფორტულად გრძნობს თავს
- ოჯახში არსებობს მათვე შექმნილი ტრადიციები ყოველდღიური რუტინა
- ოჯახის წევრებს ერთმანეთის მიმართ შესაძლებლობის შესაბამისი მოლოდინი აქვთ
- ოჯახის ყველა წევრი მოტივირებული, მიაღწიოს თავის პირად მიზნებს
- ბავშვებისა და მშობლების ურთიერთობა ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული, მაშინაც კი, როცა მათი შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვევა
- ოჯახის წევრები გარემოს ცვლილებებს ეგუებიან ისე, რომ ოჯახის არც ერთი წევრი არ დაიჩაგროს და დაითრგუნოს.
თუ თქვენ გსურთ განიხილოთ თქვენი ოჯახის საკითხები და პროფესიონალური მხარდაჭერა მიიღოთ, ჩანიშნეთ შეხვედრა.


