- ჩვილობა – 0-1 წელი
- ადრეული ბავშვობა – 1-3 წელი
- სკოლამდელი ასაკი – 3-6 წელი
- გვიანი ბავშვობა (სასკოლო ასაკი) – 6-11 წელი
- მოზარდობა – 12-18 წელი
განვითარების პროცესში ბავშვს მუდმივად უწევს მრავალი რთული ამოცანისთვის თავის გართმევა. ზოგჯერ ეს ამოცანები ბავშვისთვის საინტერესო და სასიამოვნოა, ხოლო ზოგჯერ კი რთულია და საჭიროებს უმეტესად გარემოს დახმარებას. ბავშვის განვითარების ეტაპების ცოდნა მნიშვნელოვანია ყველა მშობლის და აღმზრდელისათვის. ეს ცოდნა მათ ეხმარებათ ბავშვის საჭიროებებისა და ინტერესის დროულად შეცნობასა და მათზე ადეკვატური რეაგირებაში. აგრეთვე საშუალებას აძლევს მშობელს და აღმზრდელს, რომ ბავშვს შეუქმნან ისეთი გარემო, რომელიც მისი უნარების და პოტენციალის განვითარებისკენ იქნება მიმართული. რაც უფრო ადრე იწყებს მშობელი და აღმზრდელი ბავშვთან ამ მიზნით “თანამშრომლობას”, მით უფრო მჭიდრო ხდება მათი ურთიერთობა და მით უფრო მეტი ნდობა უყალიბდება პატარას გარემოს მიმართ.
ბავშვის განვითარება მოიცავს ისეთი უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებას, როგორიცაა:
- მსხვილი მოტორული (მამოძრავებელი) უნარები – მსხვილი კუნთების გამოყენებით შესრულებული მოძრაობები, როგორცაა სიარული, დაჯდომა, დოგმა, პოზიციის შეცვლა და ბალანსის შენარჩუნება
- ნატიფი მოტორული უნარები – ხელების გამოყენება ჭამის, წერის, ხატვის, თამაშის, ჩაცმის და სხვა საქმიანობის დროს.
- მეტყველების უნარი – საუბარი, კომუნიკაცია, სხვისი საუბრის აღქმა
- კოგნიტიური (შემეცნებითი) უნარები – დასწავლის, მიხვედრის და პრობლემის გადაჭრის უნარები, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გაცნობიერება და მეხსიერება
- სოციალური უნარები – სხვებთან ურთიერთობის დამყარების და თანამშრომლობის უნარი და სხვების თანაგრძნობა
მომდევნო ბლოგებში განვიხილავ თითოეულ ეტაპს ცალცალკე